მაისში საქართველოში რეკორდული 110 000 ვიზიტორი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში საქართველოს 109 359 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, საიდანაც 104 755 ვიზიტორი ქვეყანაში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა.

ტურისტთა აღნიშნული რაოდენობა 2019 წლის მაისთან შედარებით 85%-ითაა შემცირებული, თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 180%-ით მეტია. ამას გარდა, აბსოლუტურ რიცხვებში, ვიზიტორთა ეს რაოდენობა, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალია.

მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  1. თურქეთი – 21 855
  2. უკრაინა – 11 533
  3. ისრაელი – 11 244
  4. რუსეთი – 10 818
  5. სომხეთი – 9 863
  6. აზერბაიჯანი – 5 704
  7. ყაზახეთი – 4 664
  8. უზბეკეთი – 2 528
  9. ბელარუსი – 2 349
  10. ინდოეთი – 1 496
42 ნახვა
desktop
mobile catfish