განიხილება თუ არა საქართველოში ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა

„ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. შევხედავთ, როგორ განვითარდება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სურათი“, – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კითხვას იმის შესახებ, განიხილება თუ არა საქართველოში ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა.

მისივე თქმით, ეპიდვითარებასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელობა მიენიჭება ვაქცინაციის ტემპსაც.

ვაქცინირებულთა რაოდენობა იზრდება და ეს ბალანსი მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რამდენად გვექნება რესურსი, ღამით მოქმედი შეზღუდვის მოსახსნელად. ამ თვეში მაინც სიფრთხილე გვმართებს. უნდა ვნახოთ, როდის გვექნება ინფიცირების შემთხვევების სტაბილური, ცოტა უფრო აქტიური კლება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

51 ნახვა
desktop
mobile catfish