გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ქართველების ნაწილს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ – დასაქმების სააგენტო

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ზე და­საქ­მე­ბულ ქარ­თვე­ლე­ბის ერთ ჯგუფს სხვა დამ­საქ­მე­ბელ­თან გა­და­იყ­ვა­ნენ. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ქარ­თულ მხა­რეს მი­აჩ­ნია, რომ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი სხვა დამ­საქ­მე­ბელ­თან გა­და­იყ­ვა­ნონ, რის თა­ო­ბა­ზეც გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დას­კვნით ეტაპ­ზეა.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში წა­სუ­ლი ორი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი და­არ­ღვია და და­საქ­მე­ბის ად­გი­ლი თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვა, დაბ­რუნ­დნენ დამ­საქ­მე­ბელ­თან და ამ­ჟა­მად ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბი­ან.

„ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, იმის შე­სა­ხებ, რომ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ზე ქარ­თუ­ლი სა­მუ­შაო ძა­ლის და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, გამ­გზავ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ერთ ჯგუფს, დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან არ დახ­ვდათ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ის პი­რო­ბე­ბი რაც წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით იყო ცნო­ბი­ლი. ქარ­თუ­ლი მხა­რე, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სამ­მარ­თვე­ლო, ისე­ვე რო­გორც ამა­ვე სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სსიპ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ამ სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა­სა და გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­კი­თხში. ამ­ჟა­მად გა­მოს­წორ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, საქ­მე­ში ჩა­ერ­თო გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შე­სა­ბა­მი­სი მო­ნი­ტო­რინ­გის უწყე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც ად­გილ­ზე შე­ა­მოწ­მეს ქარ­თვე­ლი მიგ­რან­ტე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, ასე­ვე გა­უ­წი­ეს მათ კონ­სულ­ტა­ცია ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად უკვე გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა, ქარ­თუ­ლი მხა­რე მა­ინც სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნას სხვა დამ­საქ­მე­ბელ­თან, რის თა­ო­ბა­ზეც გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დას­კვნით ეტაპ­ზე არის. რაც შე­ე­ხე­ბა ორ პირს, ორი­ვე მათ­გა­ნი დაბ­რუნ­და დამ­საქ­მე­ბელ­თან, ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა სა­კუ­თარ საქ­ცი­ელს უწო­და „ნაჩ­ქა­რე­ვი“ და „ემო­ცი­ურ ფონ­ზე მი­ღე­ბუ­ლი”.

სამ­წუ­ხა­როდ, უნდა ით­ქვას, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვის გარ­და, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრი­დან ნაკ­ლე­ბია ინ­ტე­რე­სი პროგ­რა­მის პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც კმა­ყო­ფი­ლია პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით, ისე­ვე რო­გორც ანა­ზღა­უ­რე­ბით. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ობი­ექ­ტუ­რი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­შუ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მარ­ტი­ვი აღ­საქ­მე­ლი იქ­ნე­ბა, ის თუ რა და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი აქვს დრო­ე­ბით ლე­გა­ლურ და­საქ­მე­ბას რო­გორც გამ­გზავ­ნი, ასე­ვე მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნის­თვის და თა­ვად ამ მიგ­რან­ტი­სათ­ვის, რისი მა­გა­ლი­თე­ბიც უკვე არ­სე­ბობს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცია სულ რა­ღაც 3 თვის წინ და­ი­წყო, რაც ასე­ვე მო­ი­ცავ­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ ტექ­ნი­კურ მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­საც.

2021 წლის 14 აპ­რი­ლი­დან 8 ივ­ნი­სამ­დე სულ გა­ემ­გზავ­რა 9 ჯგუ­ფი 95 პი­რის შე­მად­გენ­ლო­ბით“, – გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს­თან არ­სე­ბულ შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტა­პის­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს კონ­კრე­ტუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის მქო­ნე შინ­მოვ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და­საქ­მე­ბას, შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს­თან არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა ამ ეტა­პის­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს კონ­კრე­ტუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის მქო­ნე შინ­მოვ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და­საქ­მე­ბას ერ­თი­დან 5 წლამ­დე. ამ ეტა­პის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი“, – გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში.

45 ნახვა
desktop
mobile catfish