გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ დღემდე სხვადასხვა სახის მიმართვიანობის საფუძველზე 22 შემთხვევა შეისწავლა, აქედან 2 ქეისი მიმდინარეა. როგორც განყოფილების ხელმძღვანელი განმარტავს, მეტწილად, საზოგადოების მხრიდან მიმართვა განხორციელდა სხვადასხვა სოციალური პროგრამებით სარგებლობის მიზნით. ასევე ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა განყოფილებას ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ აცნობეს. როგორც მერიაში განმარტავენ, ძალადობის შემთხვევები განყოფილების კომპეტენციას არ წარმოადგენს, თუმცა ასეთი ფაქტების უგულებელყოფა არ ხდება და შესაბამის უწყებებთან ხდება გადამისამართება. შეგახსენებთ, რომ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გასული წლის ბოლოს შეიქმნა და იგი მუნიციპალიტეტის დონეზე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვას ისახავს მიზნად.
გორის ბავშვთა განყოფილებამ დღემდე 22 შემთხვევა შეისწავლა

106 ნახვა