ხიდისთავში გარეგანათების დამონტაჟებას ითხოვენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი გარეგანათების პრობლემაზე საუბრობს. ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივი, ჰამლეტ ჭულუხაძეა. როგორც თავად გვიყვება, სოფელში გარეგანათება რამდენიმე წლის წინ დამონტაჟდა, თუმცა ჭულუხაძეების ოჯახი მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო პროექტის მიღმა დარჩა. ის ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო. ამასთან, ის აცხადებს, რომ ამ პირობებში ღამის საათებში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ჭულუხაძეების გარდა სოფელ ხიდისთავში კიდევ არის რამდენიმე ოჯახი, სადაც გარეგანათება არ დაუმონტაჟებიათ. ადგილობრივისების განცხადებებს სოფელ ხიდისთავში მერის წარმომადგენელი, გურამ აბრამიძე პასუხებს.

როგორც ის განმარტავს, გასულ წელს, სამოქალაქო ბიუჯეტით განსაზღვრული 100 000 ლარიდან 50 000 სოფლის გარეგანათებას მოხმარდა. თუმცა სისტემის დამონტაჟება ვერ მოხერხდა იქ, სადაც ელექტრობოძები არ იყო განთავსებული. მერის წარმომადგენლის განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარებისათვის დამატებითი თანხების მოძიებაა საჭირო, რაც მომავალ წელს გახდება შესაძლებელი.

65 ნახვა
desktop
mobile catfish