ეკონომიკა უპრეცედენტოდ გაიზარდა – ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა რეალობა სრულად შეცვალა და ეკონომიკა უპრეცედენტოდ გაიზარდა. ამის შესახებ კოვზანაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“აპრილის მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა რეალობა სრულად შეცვალა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას საკითხი, იგივე ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით. მაკროეკონომიკური მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკა უპრეცედენტოდ გაიზარდა. ამას მე “ზამბარის ეფექტი” ვუწოდე, წამოსულია გადავადებული მოთხოვნები,” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

67 ნახვა
desktop
mobile catfish