ვინ იქნებიან ფრაქციის წევრები გორის საკრებულოში გახარიას გუნდიდან?

გიორგი გახარიას გუნდი გორის საკრებულოში ფრაქციას ქმნის, ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოსთვის” წევრმა მამუკა ფანიაშვილმა განაცხადა, მისი თქმით ამის შესახებ საკრებულოს წვერებთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა ვინ იქნებიან ფრაქციის წევრები ფანიაშვილი არ ასახელებს, ამბობს იმას რომ ეს არა ერთი და ორი არამედ რამდენიმე ადამიანია.

,,თრიალეთის” ინფორმაციით ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ზვიად საბაძე იქნება რომელმაც საკრებულოში ,,ევროპული საქართველოს ,, მანდატით შევიდა, მოგვიანებით კი პარტია დატოვა და საკრებულოში დარჩა როგორც დამოუკიდებელი წევრი.

საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ და საკრებულოს წევრების გახარიას გუნდში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კითხვა საკრებულოს თავმჯდომარესაც დავუსვით, დავით რაზმაძე ქართული ოცნებიდან ფრაქციიდან ვინმეს წასვლა გამორიცხა. ცნობისთვის საკრებულოს წევრმა მამუკა ფანიაშვილმა ,,ქართული ოცნება,, გასულ კვირას და ტოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.

134 ნახვა
desktop
mobile catfish