შსს: ბოლნისში კაცმა ცოლს სცემა, ქალმა გონება დაკარგა და დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში კაცმა ცოლს სცემა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.

კაცი დაკავებულია, მას 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. გამოძიება სისხსლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

50 ნახვა
desktop
mobile catfish