გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. უკვე რამდენიმე დღეა სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ქალაქამდე გადაადგილებისათვის 50 თეთრით გავირებულ საფასურს იხდის. როგორც მოქალაქეები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მგზავრობის გაზრდილი ღირებულება საზოგადოების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება რადგან მათი განცხადებით ბოლო პერიოდში ხალს ხარჯები ისედაც საგრძნობლად გაეზარდა.

მგზავრობის გაძვირების მიზეზად გორის სატრანსპორტო კომპანიაში საწვავზე ფასის მატებას ასახელებენ. კომპანიის ხელმძღვანელი, ზურაბ ჭეჭელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საფასური მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით გაიზარდა, სადაც მძღოლებს შორი მანძილის გავლა უწევთ. რაც შეეხება სხვა მარშრუტებს, ჭეჭელაშვილი ამბობს, რომ იმ სოფლების მიმართულებით, სადაც მგზავრები 1 ლარზე ნაკლებ საფასურს იხდიან, ფასი ჯერ-ერობით არ იცვლება. 

საწვავი ბოლო პერიოდში არაერთხელ გაძვირდა. შესაბამისად გაიზარდა სხვადასხვა მომსახურების ღირებულება. მათ შორის ახლა უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაც.
 
 
86 ნახვა
desktop
mobile catfish