გორში ოჯახში ,,მოსასმენი აპარატი,, ამოიღეს

გორში ძებნილის სახლში ოჯახმა მოსასმენი აპარატურა იპოვა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და მოსასმენი აპარატურა წაიღეს, ოჯახის წევრები კი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ძებნილის მამა ფარულ მიყურადებაზე საუბრობს. ცნობისთვის, 38 წლის შალვა გულიაშვილს იგივე “სემსოტას” შსს თითქმის ორი კვირაა ეძებს. ის 3 ივნისის ღამეს გორში, ვერხვების დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ მონაწილედ მოიაზრება. იურისტები განმარტავენ რომ მოცემულ შემთხვევაში სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ფარულ მიყურადებას, ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ გუშინ საღამოს ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დარღვევებით ჩატარდა და “მოსასმენი აპარატი” დარღვევით ამოიღეს, პოლიციას მტკიცებულების ამოღებისას ხელთათმანიც არ ეკეთა.

69 ნახვა
desktop
mobile catfish