მომავალ კვირას სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში შევა

ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას ჩავა, მისი ვიზიტის შემდეგ კი პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ მეუფე იაკობთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

“ვაპირებთ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებს აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდგომ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები ჩავლენ”, – განაცხადა ლომჯარიამ.

56 ნახვა
desktop
mobile catfish