გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. „ჰონდას“ მარკის კერძო ავტომობილით გორიდან წეროვანის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ,,მერსედესის” მარკის ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებული ექიმები სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

59 ნახვა
desktop
mobile catfish