შსს გუმათში განთავსებული ჯებირების დემონტაჟს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს. ინფორმაციას თავად უწყების პრესსამსახური ავრცელბს.

“პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ”, – აღნიშნავენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა მოთხოვნებს.

“სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს”, – აცხადებენ შსს-ში.

52 ნახვა
desktop
mobile catfish