გორში ე.წ. ნარკოლოგიურის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გორში, ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები მოსახლეობა შენობის რეაბილიტაციას და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხვის. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. რადგან პრობლემას წარმოადგენს სველი წერილები და შენობის კედლები, რაც მათივე თქმით, ნგრევის პირასაა. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ადგილობრივებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელი რჩება.

შენობის რეაბილიტაციის ირგვლივ ე.წ. ნარკოლოგიურში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კოტე თავზარაშვილმა ,,თრიალეთის” ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება. თავდაპირველად, მოხდება სველი წერტილების რეაბილიტაცია ხოლო შემდეგ სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

50 ნახვა
desktop
mobile catfish