მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდა

მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდა. კანონპროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 წინააღმდეგი იყო.

მიღებული კანონი მთავრობას უფლებამოსილებას ანიჭებს, საკარანტინო ზომები პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოიყენოს. პროექტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილეს. ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შევიდა.

მთავრობისთვის შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება პირველად 2020 წლის მაისში მიენიჭა, ხოლო შემდეგ გასული წლის დეკემბერში – 6 თვით.

70 ნახვა
desktop
mobile catfish