პოლიტიკა

გივი თარგამაძე - გამოკითხვის ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას - ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა“! - შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება
11 წუთის წინ

გივი თარგამაძე - გამოკითხვის ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას - ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა“! - შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება

[გამოკითხვის] ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა!“ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მან გამოკითხვაზე დააფიქსირა, რომ ყველა ინფორმაცია ჰქონდა ღია წყაროებიდან.

„მოლოდინები არანაირი არ მაქვს. [გამოკითხვის] ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა!“. შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება. ჩემი შეფასება იყო მოწოდებული იმისთვის, რომ მეტად იმუშაონ და პრევენცია მოახდინონ იმისი, რაც ვნებს ქვეყანას.

ყველა ინფორმაცია მქონდა ღია წყაროებიდან, მათაც აქვთ და ყველას აქვს, შესაბამისი მუშაობა უნდა ამ ფაქტებზე, იმისთვის, რომ ეს არ გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ჩვენი გამოკითხვების პარალელურად სიტუაცია ვითარდება ძალიან საჯაროდ, თავხედურად, ძალიან მიზანმიმართულად და შეუჩერებლად. ამიტომ იმედი მაქვს, რომ დაძაბავენ თავის ძალისხმევას და მიმართავენ იქით, საითკენაც უნდა მიმართონ. არანაირი გამოსვლა და განხილვა არ აჩენს საფრთხეს, საფრთხეს აჩენს ის ქმედება, რომელიც გრძელდება, რომლის პრევენციაც ამ სამსახურმა უნდა მოახდინოს. ვერ მუშაობს სათანადოდ ეს სისტემა, ხომ ფაქტია, პრევენციას ვერ ახდენს და მე მინდა, რომ მოახდინოს, ეს იყო ჩემი მიზანი“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები