გორის მუნიციპალიტეტში ცხოველთა დაკბენა-დადორბლის 1 180 შემთხვევა დაფიქსირდა

გორის მუნიციპალიტეტში ცხოველთა დაკბენა-დადორბლის 1 180 შემთხვევა დაფიქსირდა, (მ.შ. მაწანწალა ცხოველით 474 შემთხვევა, პატრონიანით – 706).

სრული კურსი დაენიშნა 300 პირს, პირობითი 880 პირს და გაიხარჯა 3962 დოზა ვაქცინა. ინფორმაცია ცხოველთა დაკბენა-დადორბლის შესახებ ეცნობა სურსათის უვნებლობის სააგენტოს. ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ 2020 წლის 1 -ლი აგვისტოდან 2021 წლის 1-ლ ივნისამდე გაწეული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ.

90 ნახვა
desktop
mobile catfish