ოკუპანტებმა დაკავებული მწყემსები გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სოფელ ახალუბნიდან გატაცებული 2 მწყემსი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანთან მწყემსები იმ დროს დააკავეს როცა ისინი პირუტყვს მწყემსავდნენ, როგორც თვითმხილველი ჰყვება რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისინი მოტყუებით გადაიყვანეს, თითქოს და მათი ძროხები მეორე მხარეს გადავიდნენ.

60 ნახვა
desktop
mobile catfish