პოლიტიკა

ნადიმ ხმალაძე - კითხვები იყო 4 ოქტომბერზე, ვიყავი რიგითი მონაწილე - ალბათ, ასეთი ქმედებებით ხალხის დაშინება უნდათ
18 წუთის წინ

ნადიმ ხმალაძე - კითხვები იყო 4 ოქტომბერზე, ვიყავი რიგითი მონაწილე - ალბათ, ასეთი ქმედებებით ხალხის დაშინება უნდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძისა და აქტივისტის კახა კვეკვესკირის გამოკითხვა დასრულდა. მათ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცეს.

გამოკითხვის შემდეგ ნადიმ ხმალაძე და კახა კვეკვესკირი აცხადებენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

როგორც ნადიმ ხმალაძე აცხადებს, გამოკითხვა 4 ოქტომბრის აქციას და ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.

„მოვაწერე გაუთქმელობას ხელი და დეტალებში ვერ შევალ. კითხვები იყო ზოგადი, 4 ოქტომბერზე და იმის იქით არაფერი. 4 ოქტომბერს ვიყავი რიგითი, ჩვეულებრივი მონაწილე, როგორც ყველა.

ჩემი შეფასება ასეთია, ალბათ, ასეთი ქმედებებით (გამოკითხვა) ხალხის დაშინება უნდათ. არ მეგულება ადამიანი, ჩემს წინააღმდეგ რაიმე ჩვენება მისცეს, ამის მიზეზი არ მგონია ვინმეს ჰქონდეს", - ამბობს ხმალაძე.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები