შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

2021 წლის 1 ივლისიდან ვტოვებ გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას.

ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დასაწყისში მაქვს მიღებული, გადაწყვეტილება განპირობებულია ერთმნიშვნელოვნად პირადი სახის საკითხებითა და გამოწვევებით, ასევე აქვე მინდა განვმარტო რომ ეს მიზეზები აბსოლუტურად უინტერესოა ფართო საზოგადოებისთვის.

ვასრულებ ჩემს სამსახურს, ჩემს მსახურებას ჩემი სამშობლოს წინაშე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის რანგში – მშვიდობით, მეგობრობითა და ყველას მიმართ კეთილგანწყობით.

მინდა მადლობა გადავუხადო სამხარეო ადმინისტრაციის გუნდს, გუნდს რომელთანაც ერთად მქონდა პატივი ვყოფილიყავი რეგიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ვყოფილიყავი რეგიონის მოდერნიზაციის დასაწყისის ერთ-ერთი შემოქმედი.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ხელმძღვანელებს –

მადლობა გიგი ხოჯევანიშვილს, ამჟამად ჩემს მეგობარს, ადამიანს რომელმაც სულ რამდენიმეჯერ შეხვედრილ ადამიანს მანდო ასეთი მაღალი თანამდებობა, და ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი და ეფექტური წელიდნახევარი გავიარეთ ერთად.

მადლობა მამუკა საღარეიშვილს, სწორი სუბორდინაციისა და ჩემთვის კომფორტული სამუშაო სივრცის შენარჩუნებისთვის.

მადლობა ვაკო მჭედლიძეს, აბსოლიტურად ყოველმხრივ ჩემთვის მისაღები და სასურველი ხელმძღვანელია, რომ არა პირადი ხასიათის საკითხების გამო ვეღარშეძლება სამსახურის გაგრძელებისა, დიდი სიამოვნებით ვიშრომებდი მის მხარდამხარ მომავალი წარმატებების შესაქმნელად.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ერთად ვცდილობდი შემექმნა წარმატების განწყობა რეგიონში – თვითმართველობებს, სამხარეო სტრუქტურებს, ცენტრალური ხელოსფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს.

მადლობა ჩვენს სასულიერო იერარქებს, რეგიონში წარმოდგენილ სამღვდელოებას, მათი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩემთვის.

მადლობა ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს, ჩვენს პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს, რომელთა გმირულ თავდაუზოგავობას ყოველდღე ვხედავდი გამყოფი ხაზის გასწვრივ.

მადლობა ჩვენს ჩემპიონებს, წარმატებები მინდა ვუსურვო მომავალ ოლიმპიადაზე.

მადლობა ჩვენს ბიზნესმენებს, რომლებიც ქმნიან რეგიონის წარმატებას.

მადლობა ჩვენს გმირ სამედიცინო პერსონალს, ამაყი ვარ რომ მათთან ერთად მიბრძოლია ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე ოქტომბერ-დეკემბერში განსაკუთრებით.

მადლობა რეგიონში წარმოდგენილ მას-მედიის წარმომადგენლებს.

მთავარი მადლობა და გულწრფელი სიყვარული შიდა ქართლის მოსახლეობას, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე პასუხს ვაგებ ყველგან და ყოველთვის ამ სიტყვებზე – ვიყავი დაუღალავი მსახური მათი, და არასდროს არცერთი პრობლემისთვის თვალი არ ამირიდებია. მიბრძოლია თითოელი ჩემთან მოსული, ჩემგან მოძებნილი თუ დავალებად მიღებული პრობლემის გადასაჭრელად, ამ ისტორიული და გმირი მოსახლეობის სიყვარული სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გულში.

ყოველთვის, ყველგან დავრჩები ჩემი რეგიონის გულშემატკივარი, რეგიონის რომელზეც სიტყვა ჩემის თქმა, არანაირ უხერხულობას არ იწვევს ჩემში, ამ წლების თავბრუდამხვევ ტემპში თავისთავად გაჩნდა ჩემს გულში ეს სიტყვა – ჩემი რეგიონი…

მადლობა ყველას, ვინც ითმენდა ჩემს ხშირ ფეისბუკ პოსტებს ეს წლები, მე ვალდებულეად ვთვლიდი ჩემი საქმიანობის რაღაც პროცენტი ღია ყოფილიყო საზოგადოებისთვის, ესეც ჩემი ,,ჩინოვნიკური” ვალდებულების ერთ-ერთ ფლანგად მიმაჩნდა.

მტკიცედ მწამს და მჯერა, რომ გამყოფი ხაზის სოფლები ოკუპაციის შემაკავებელი მთავარი ზღუდეა, და ამ ზღუდის ეფექტური გამაგრება, გზაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადმიანების შემოსარიგებლად და საქართველოს გასამთლიანებლად.

ჩემი კონცეფცია #დაიხარჯეშიდაქართლში აუცილებლად გაგრძელდება, ამჯერად მის განვითარებას რეგიონის გარედან შევეცდები მომავალში, მტკიცედ მწამს რომ გამყოფი ხაზის გაძლიერებაში სახელმწიფო საზოგადოებამ მარტო არ უნდა დატოვოს, და ამ მიმართულებით ყველა მოქალაქეს მართებს თუნდაც 2 ლეპტის გაღება.

წარმატება მინდა ვუსურვო მთელ რეგიონს, მის ხელმძღვანელობას, გუბერნატორ ვაკო მჭედლიძეს, მჯერა და იმედი მაქვს რომ ის ახალ სიჩქარეს და ენერგიას შემატებს რეგიონის დაწყებულ მოდერნიზაციის პროცესს.
მინდა მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, 2020 წლის 11 აგვისტოს მის მიერ ნათქვამი და შემდეგ აღსრულებული ნაბიჯები სოფელ შინდისში, ჩემთვის დაუვიწყარი იქნება ყოველთვის.

ჩემი ინტერესის მთავარი საკითხები – გამყოფი ხაზის სოფლების ცხოვრება, განსაკუთრებით ბავშვები ამ მიმართულებით, რეგიონის ტურისტული პოტენციალი – ყოველთვის იქნება ჩემი ინტერესის საგანი, თუ გნებავთ ჩემი ჰობი, და შეძლებისდაგვარად შევეცდები მოქმედებას ამ მიმართულებით.

,,გლეხი კაცი თუ ამოწყდა, საქართველო დაძაბუნდა” – ბრძანა ციციშვილმა სამხედრო თათბირზე მარაბდის ბრძოლის წინ, სწორედ ამ გლეხი კაცის გადარჩენის და განვითარებისკენ იყო ჩემი თითოეული სამუშაო დღე მიმართული, გლეხი კაცი – რომელიც დღეს ერთის მხრივ ფერმერად, ბიზნესმენად უნდა გადაიქცეს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამომყენებელ აქტიურ მეწარმედ, მოქალაქედ – მაგრამ, ასევე არ უნდა დაკარგოს ის სული, სიბრძნე, უბრალოება, შინაგანი შუქი – რომლის გაფრთხილებაც გვიანდერძა საციციანოს თავადმა 400 წლის წინ სამხედრო თათბირზე, როგორც ერთგვარი ფორმულა“, – აღნიშნულია ნუგზარ სამხარაძის  განცხადებაში.

80 ნახვა
desktop
mobile catfish