რესტორნები 24:00 საათამდე იქნება ღია, ღამის კლუბების მუშაობა კი აკრძალულია

დღეიდან, 30 ივნისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე გაუქმდა შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე.

ასევე დღეიდან რესტორნებს, კაფე-ბარებსა და კვების ობიექტებს შეუძლიათ იმუშაონ 24:00 საათამდე. მთავრობის ცნობით, ეს შეზღუდვა ეხება სასტუმროების რესტორნებსაც.

რაც შეეხება ღამის კლუბებს, მათი მუშაობა ამ დროისათვის მთლიანად აკრძალულია.

საქართველოში უკვე ერთი კვირაა აღარ არის სავალდებულო ღია სივრცეში პირბადის ტარება, თუმცა პირბადის ტარება კვლავ აუცილებელია დახურულ სივრცეებში: ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებსა და ხალხმრავალ ადგილებში.

62 ნახვა
desktop
mobile catfish