5 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

5 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსი იქნება.

თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსია მოსალოდნელი.

33 ნახვა
desktop
mobile catfish