ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები გორის საგამოცდო ცენტრში დილის 8 საათიდან გამოცხადდნენ.ისინი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე დღის განმავლობაში 2 ეტაპად მუშაობდნენ. გასული წლის მსგავსად, საგამოცდო პროცესი კოვიდრეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. აპლიკანტებისთვის სავალდებულო იყო სამედიცინო ნიღბის გამოყენება და ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. გორის საგამოცდო ცენტრის დირექტორის, თინათინ გვერწითელის განცხადებით, ცენტრში დღეს 364 აპლიკანტი გამოცხადდა. მისივე თქმით, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ცნობისათვის, იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში დადასტურებული ექნებათ კორონავირუსი, გამოცდებს მოგვიანებით, სპეციალურად დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ.

37 ნახვა
desktop
mobile catfish