პოლიტიკა

ნონა ქურდოვანიძე სუს-ის განცხადებაზე - ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გუშინ გაჟღერდა, არასრულია - ამ მონაცემებში არ შედიან სამედიცინო დაწესებულებებში თვითდინებით მისული პაციენტები და რამდენია ასეთი, უცნობია
22 წუთის წინ

ნონა ქურდოვანიძე სუს-ის განცხადებაზე - ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გუშინ გაჟღერდა, არასრულია - ამ მონაცემებში არ შედიან სამედიცინო დაწესებულებებში თვითდინებით მისული პაციენტები და რამდენია ასეთი, უცნობია

ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გუშინ გაჟღერდა, არასრულია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე წერს, რითაც სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს.

როგორც ქურდოვანიძე წერს, ამ მონაცემებში არ შედიან სამედიცინო დაწესებულებებში თვითდინებით მისული პაციენტები, ამ დროისათვის კი უცნობია რამდენი პირია ასეთი.

„ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გუშინ გაჟღერდა, არასრულია. სუს-ის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, სტაციონარულ დაწესებულებებში სამედიცინო ბრიგადების მიერ გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია დაუდგინდა 5-ს.

საინტერესო დეტალია, რომ ამ მონაცემებში არ შედიან სამედიცინო დაწესებულებებში თვითდინებით მისული პაციენტები. ასეთი რამდენი პირია, ამ დროისათვის უცნობია“,-წერს ნონა ქურდოვანიძე და ავრცელებს, ფოტოს, რომელიც მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა საიას.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, საიასთვის, თებერვლის თვეში ჯანდაცვის სამინისტროდან მიწოდებულ პასუხში „საინტერესო დეტალი ისიცაა, რომ კლინიკებში გადაყვანილი დაზიანებული პირების საერთო რაოდენობაც 54-ზე ბევრად მეტი წერია”.

შეგახენებთ, გუშინ, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას, ,,კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია.

რაც შეეხება დაშავებულების რაოდენობას, სუს-ის ცნობით, 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას“-აღნიშნავენ სუს-ში.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები