სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ანგარიში შეაფასეს. საუბარია გასული წლის აგვისტოდან დღემდე გაწეული საქმიანობის შესახებ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ჩიხრაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ 10 თვის განმავლობაში სამსახურმა 15 პროექტში თანადაფინანსების სახით მიიღო მონაწილეობა. დახმარება გაეწიათ შშმ პირებს, ომის ვეტერანებსა და დღის ცენტრების ბენეფიციარებს. ხანდაზმულებმა კი შინ მოვლის პროექტებით ისარგებლეს.

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ანგარიშს დადებითი შეფასება მისცეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა. მათი განცხადებით, საანგარიშო პერიოდი ქვეყანაში პანდემიის მასობრივ გავრცელებას ემთხვევა და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს საგანგებო რეჟიმში მოუწია მუშაობა. დავით ჩიხრაძის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოდან დღემდე სამსახურის თანადაფინანსებით 15 პროექტი განხორციელდა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით 4000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, რისათვისაც 1 მლნ 600 ათას ლარამდე თანხები გაიხარჯა, თანადაფინანსების პროგრამებში კი 275 ათასი ლარი.

53 ნახვა
desktop
mobile catfish