შინდისში ქუჩებს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელები მიენიჭებათ

შინდისში ქუჩებს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელები მიენიჭებათ. გორის საკრებულოს სხდომაზე ზურაბ ყაჯრიშვილის ინიციატივას დეპუტატებმა დღეს მხარო დაუჭირეს. მე-16 ქუჩას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ივანე თვალიაშვილის სახელ ეწოდება, ხოლო 27-ე ქუჩას იური პატარაძის სახელი. 22-ე ქუჩას კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული მებრძოლების შინდისის გმირების სახელი მიენიჭებათ. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, შინდისის ქუჩებისთვის სახელების მინიჭება ოფიციალურად აგვისტოს თვეში მოხდება.

49 ნახვა
desktop
mobile catfish