რატომ აღმოჩნდა მერაბ სეფაშვილი კლინიკაში- „მადლობა ღმერთს, დროზე მივედი იქ, სადაც საჭირო იყო“

მერაბ სეფაშვილს კორონავირუსი ამა წლის 8 აპრილს დაუდასტურდა. მომღერალი ვერ იხსენებს, რომ ვირუსის მატარებელთან კონტაქტი ჰქონოდეს, წესებსაც შეძლე.

მერაბ სეფაშვილი fortuna.ge-ს ესაუბრა გამოვლილი დღეების შესახებ და იმის თაობაზეც, თუ რატომ აღმოჩნდა კლინიკაში.

>

მერაბ სეფაშვილი:

ხომ იცით, დიდხანს ერიდები, ერიდები, მაგრამ უცებ საიდანღაც აღმომაჩნდა, ირგვლივ არავის ჰქონია, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მეც შეძლებისდაგვარად ვიცავდი წესებს. გადაღებაზე არ მეკეთა პირბადე, მაგრამ იქ არავის ჰქონია ვირუსი, არც ტექნიკურ პერსონალს, ან სხვა ვინმეს.

დადასტურების შემდეგ თავს როგორ გრძნობდით?

თავიდან – ნორმალურად. დაბალი სიცხე მქონდა. აქტიურად ვიყავი. მერე უცებ მოიმატა სიცხეებმა, 39 გრადუსზე ავიდა. ერთი-ორი დღე ღამე მიწევდა. დავუკავშირდი ლევან რატიანს. გადამიყვანეს მის კლინიკაში. ფილტვებზე არანაირი ისეთი პრობლემა არ შემექმნა, რომ რაიმე დაეტოვებინა. 8 აპრილს დამიდასტუდა ვირუსი, სუნი და გემოც არ დამიკარგავს.

იმ სართულზე, სადაც მე ვიწექი, ზოგი დამძიმდა, გადაიყვანეს რეანიმაციაში. ამ ვირუსს ახასიათებს ასეთი რამ – ამოუცნობი რამ არის, კარგად ხარ და უცებ ცუდად ხარ, თუმცა ექიმები იმდენად დაოსტატებულები არიან, ჩემი აზრით, გრძნობენ, ვის რა სჭირდება.

აპირებთ ვაქცინის გაკეთებას რამდენიმე თვეში?

ეს პერიოდი არ შეიძლება და მერე როგორ არა. ბევრ რამეს ვკითხულობ. წამალთან დაკავშირებითაც არის იმედები. თუ მანამდე არ იქნება, აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას. მე მანამდეც ვაპირებდი. უბრალოდ, არ მოხერხდა, თორემ აუცილებლად გავიკეთებდი აცრას. მესმის, რომ ადამიანებს ეჭვები აქვთ, განცდები აქვთ და უფრთხილდებიან თავს, მაგრამ ხომ ხედავთ, საქართველოშიც რიგი დადგა აცრებზე. ადამიანები მიხვდნენ, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ზოგს არ მიაჩნია სწორად, მაგრამ ყველას უფლებაა, თავისი აზრი ჰქონდეს, უბრალოდ, სხვა გზა არ არსებობს.

მიხარიარომ გამოჯანმრთელდით

ძალიან დიდი მადლობა (იღიმის). ვფიქრობ, დროზე მივედი იქ, სადაც საჭირო იყო და ამან მიშველა, ალბათ.

თქვენი ოჯახის წევრებიც ინერვიულებდნენ

რა თქმა უნდა, ნერვიულობის გარდა, ჩემს მეუღლესაც გადაედო, სიძესაც. მთელი ამბები გავიარეთ, მაგრამ მადლობა ღმერთს, კარგად არიან…

წყარო:fortuna.ge

თრიალეთი TV