მეუფე იაკობი: ქრისტე არ იყო მოძალადე და ჩვენც ვერ ვიქნებით მოძალადეები

„მრავალი ადამიანი გახდა ფიზიკურად თუ სიტყვიერად შეურაცხყოფის მოწმე. ჩვენთვის, ყოველთვის ძალიან სამწუხაროა ასეთი რაღაც როცა ხდება. ხშირად ვამბობ: ქრისტე არ იყო მოძალადე და ჩვენც ვერ ვიქნებით მოძალადეები. ადამიანები, რომლებიც ეკლესიას ებრძვიან, ძალიან ხშირად გვაბრალებენ ამას. ჩვენი ვალდებულებაა დათმენა“, – ასე მიმართა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მრევლს.

მისი თქმით, მთავარია, ადამიანი ღმერთის წინაშე იყოს მართალი.

„სამწუხაროა, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ალბათ, კაცობრიობისთვის სამწუხაროდ, ისე მოვა მეორედ მოსვლა, ვერ გამოვასწორებთ მაგას. ჩვენ ხო არ ვიცით ერთმანეთის მოსმენა, ჭეშმარიტების ძიება თუ რამე აზრი გაგვაჩნია, უნდა ვიჩხუბოთ და მაინდამაინც ჩვენი აზრი უნდა იყოს მართალი. ადამიანი გონიერი არსებაა, მაპატიეთ და, თავი მარტო თავის მოსაფხანად არ აქვს. მსგავსები ვართ ღმერთის და მაგ აზროვნებით. შეიძლება, საზოგადოების ძალიან დიდი ან მცირე ნაწილი რაღაც აზრს ავითარებდეს და სხვასაც აქვს ყოველთვის არსებობის უფლება. ამიტომ, ერთი და იგივე საკითხს ერთნაირად არასდროს ვუყურებთ. ასეც არის, ადამიანები განსხვავებულები ვართ. ჩვენ დაშტამპულები არ ვართ, როგორც კომუნისტების დროს იყო და უნდა შევეცადოთ, რომ შეცდომებს როცა დავუშვებთ, ვაღიაროთ და სინანული შეგვეძლოს, როგორც – პეტრე მოციქულსა და პავლე მოციქულს და შეძლებისდაგვარად, ჩვენც გავხდებით ძლიერი მორწმუნეები და ძლიერი სიყვარული იქნება თითოეულ ჩვენგანში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

31 ნახვა
desktop
mobile catfish