ჟელეს უგემრიელესი დესერტი

ინგრედიენტები

  • ჟელეს ფხვნილი – სასურველი ხილის (ლიმონი, მარწყვი) 50-50 გ
  • სასურველი ხილი – (ყურძენი, მარწყვი) 150-150 გ ან თქვენი გემოვნებით
  • კრემყველი – 200 გ
  • შესქელებული რძე – 400 გ
  • ჟელატინი – 12 გ

50 გ ხილის ჟელეს დაასხით 500 გ თბილი წყალი, კარგად გახსენით.

>

ფორმას ცხიმი წაუსვით და ჟელე ჩაასხით. მოათავსეთ მაცივარში, სანამ კარგად არ გამაგრდება.

სასურველი ხილი დაჭერით.

გამაგრებული ჟელე კუბიკებად დაჭერით.

ფორმას ცხიმი წაუსვით და შიგ გადაიტანეთ დაჭრილი ხილი და ჟელე. შეინახეთ მაცივარში, რომ არ გალღვეს.

კრემყველს ან ნაღებს შეურიეთ შესქელებული რძე და წყალში გახსნილი ჟელატინი. კარგად გახსენით და თავზე დაასხით ჟელეს კუბებს. გააკეთეთ ისე, როგორც ვიდეოშია. გააჩერეთ მაცივარში სულ მცირე 2 საათით.

გემრიელად მიირთვით!

თრიალეთი TV