პოლიტიკა

💬 განათლების რეფორმა ემსახურება კონტროლის დამყარებას - რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანებას, „ოცნება“ სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს, დიდი ალბათობით, მცდელობაა, რომ ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება მოხდეს -  გიორგი შარაშიძე
1 საათის წინ

💬 განათლების რეფორმა ემსახურება კონტროლის დამყარებას - რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანებას, „ოცნება“ სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს, დიდი ალბათობით, მცდელობაა, რომ ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება მოხდეს - გიორგი შარაშიძე

📌 შარაშიძის ვარაუდით, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება დიდი ალბათობით, ემსახურება ოპტიმიზაციას, რასაც უძრავი ქონების, ქალაქის ცენტრში არსებული შენობების პრივატიზება მოჰყვება.
 
💬 „განათლების რეფორმა, ისევე როგორც „ოცნების” ნებისმიერი სხვა ინიციატივა ემსახურება ერთადერთს - მაქსიმალური კონტროლი დაამყაროს ყველა მნიშვნელოვან სფეროზე. როგორ შეიძლება, განათლების რეფორმა შევაფასოთ პოზიტიურად, როცა ეს ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას, ამცირებს კონკურენციას და ჩვენს ახალგაზრდებს თავს ახვევს „ოცნების” ახალ პოლიტიკას და წესებს. რაც შეეხება თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას - ესეც სრულიად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება. დიდი ალბათობით, ოპტიმიზაციას, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვება უძრავი ქონების, ქალაქის ცენტრში არსებული შენობების პრივატიზებას. „ოცნება” განათლების სისტემის „გეპეიზაციას” აკეთებს. ვნახოთ, ვიდრე არ გავიგებთ რა დგას ამ ყველაფრის უკან, სერიოზულად პასუხს ვერ გაგცემთ. დიდი ალბათობით, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მოხდეს ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება და ისევ „ოცნებასთან” დაკავშირებულმა ბიზნესწრეებმა ისარგებლონ”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები