ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვების დაწესების შესახებ იმსჯელონ

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვების გონივრულად დაწესების შესახებ მსჯელობა დაიწყონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის შეზღუდვების დაწესება იქნება მოსალოდნელი სამომავლოდ.

„დღეისთვის ინფექციის გავრცელება ჩვენ მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია, დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვების გონივრული დაწესების მიმართებით, რათა არ მივიღოთ ის ეფექტი, რაც შარშან გვქონდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თრიალეთი TV