საქართველოში ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. 19-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს. 22 ივლისს კი 37 გრადუსამდე დაიკლებს და ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

თბილისში ტემპერატურა დღეს 39 გრადუსს მიაღწევს ხვალ კი 40 გრადუსი იქნება. 21-22 ივლისს კი ტემპერატურა 2-3 გრადუსით შემცირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

47 ნახვა
desktop
mobile catfish