შიდა ქართლში მნიშვნელოვნად იმატა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ- ეკა ქორჩაშვილი

ეპიდემიოლოგიური კუთხით, შიდა ქართლში ნამდვილად საყურადღებო მდგომარეობაა, – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

ქორჩაშვილის თქმით, 1-ლი ივლისიდან დღემდე რეგიონში კოვიდ 19-ის 550 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

„ეპიდემიოლოგიური კუთხით, შიდა ქართლში ნამდვილად საყურადღებო მდგომარეობაა, 1-ლი ივლისიდან დღემდე გვაქვს კოვიდ 19-ის 550 დადასტურებული შემთხვევა. არის კლასტერებიც, იმატა შემთხვევების რაოდენობამ, დადებითობის მაჩვენებელი მომატებულია, შესაბამისად, რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, შიდა ქართლში აცრილია 12 429 პირი, მათ შორის, პირველი დოზით აცრილია 7 574, მეორე დოზით კი – 4 855 პირი. მოგეხსენებათ, შიდა ქართლში ვაქცინაცია ხუთ ლოკაციაზე მიმდინარეობს, იყო ზირითადად სამი ვაქცინა („სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“), რითაც ხდებოდა აცრა. გუშინ ჩამოვიდა რეგიონში „ფაიზერის“ ვაქცინა და დღეს უკვე „ფაიზერის“ ვაქცინაც ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

60 ნახვა
desktop
mobile catfish