გორის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება

2021-2022 სასწავლო–სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა–ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დღის 12:00 საათზე დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. (მინიმალური ზღვარი 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები)

 

ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www.gorikids.ge , ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.

92 ნახვა
desktop
mobile catfish