🔴 ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური დევნა - გიორგი სიორიძე
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან გიორგი სიორიძემ განაცხადა, ელისაშვილი "ივანიშვილის რეპრესიული მანქანის მსხვერპლია" და ახლა მის ტერორისტად გამოცხადებას ცდილობენ.
💬"ტერორიზმის კვალიფიკაცია იმდენად აბსურდული სფეროდან არის, რომ ამაზე სერიოზულად შეიძლება სასამართლოში მსჯელობა მიდიოდეს, ეს არის წარმოუდგენელი. მითუმეტეს ეს გაამყარეს მეორე საქმით, სადაც თურმე ვერავინ ვერ ამოიცნეს და ახლა გადაწყვიტეს, რომ ალეკო ელისაშვილს მიაწერონ. აქ შეიძლება ბევრი მოტივი იყოს, მათ შორის პირადი შურისძიება, მათ შორის ყველას ახსოვს ის ცნობილი ინციდენტი მდინარაძესთან. ალეკო ელისაშვილი არის აქტიური პოლიტიკოსი, რომელიც ბუნებრივია ბევრს არ მოსწონდა, არ მოსწონდათ ის იძახდა ხოლმე და როგორც სხვა პოლიტიკოსები არიან ივანიშვილის რეპრესიული მანქანის მსხვერპლები და სამიზნეები, ასეთივე იყო ალეკო ელისაშვილიც და უნდათ, რომ ტერორისტად გამოაცხადონ. თვითონ ეს კვალიფიკაციის ნაწილი არის ყველანაირი საერთაშორისო განმარტებითაც პოლიტიკური დევნა და პოლიტპატიმრის სტატუსს ნამდვილად აკმაყოფილებს ალეკო ელისაშვილის ეს მდგომარეობა", - აცახდებს გიორგი სიორიძე.