ეპიდსიტუაცია საკმაოდ გართულებულია -ამირან გამყრელიძე

ეპიდსიტუაცია საკმაოდ გართულებულია – დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ნოემბერს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია რეგულაციების დაცვა და მასობრივი ვაქცინაცია.

” ყველა ინდიკატორში სამწუხაროდ გაუარესება გვაქვს – ინციდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი. თუ არ გავითავისეთ, რომ ეპიდსიტუაციას შეაკავებს მხოლოდ მასობრივი აცრები და რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვა , ისე არაფერი არ გამოვა. უნდა დავიცვათ რეგულაციები, ვატაროთ პირბადე ყველგან, დახურულ სივრცეებში ყველგან და ღია სივრცეში იქ, სადაც იკრიბება 5-ზე მეტი ადამიანი, ასევე ყველანაირ დიდ შეკრებებს თავი უნდა ავარიდოთ, იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, კონცერტი თუ სხვა – ამაზე უარი უნდა ვთქვათ დროებით, ან სადაც იქნება ეს შეკრება, განსაკუთრებით თუ ეს არის სემინარები, კონფერენციები და ა.შ. ადამიანები უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილი და ისე არ უნდა დაიშვან ან უნდა იყვნენ PCR ტესტით უარყოფითი, ან სწრაფი ტესტით 24 საათში უარყოფითი. რეგულაციები უნდა დავიცვათ თუ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია უფრო არ გაუარესდეს იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ნოემბერს.

ამ ეტაპზე საბჭოს რეკომენდაციაა, რომ გააქტიურდეს მაქსიმალურად აცრები. ახლა ქვეყანაში 4 ვაქცინაა ხელმისაწვდომი და ადამიანებმა უნდა იაქტიურონ – ჩაეწერონ და აიცრან და მეორე მხრივ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომელიც არსებობს. იქ, სადაც იკრიბება 5 ადამიანზე მეტი აუცილებელია პირბადის ტარება და ამასთან დაკავშირებით დაევალა საკოორდინაციო შტაბს, რომ ეს გადაწყვეტილება მოამზადოს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ფაიზერზე” რეგისტრაცია 153 ათასმა ადამიანმა გაიარა და ამ დროისთვის, 10 000 თავისუფალი ადგილია დარჩენილი, თუმცა ყველა რეგიონში.

“გუშინ სულ გამოტანილი იყო “ფაიზერის” 163 ათასი ჯავშნის ადგილი ქვეყნის მასშტაბით. დარეგისტრირდა 153 ათასი, ანუ ჯერ კიდევ არის 10 000 ადგილი ძირითადად რეგიონებში, თბილისში არ არის. ამ 153 ათასიდან 141 ათასი დარეგისტრირდა პირველ აცრაზე, ხოლო 12 ათასი დარეგისტრირებულია მეორე აცრაზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

49 ნახვა
desktop
mobile catfish