 
        
        მისი თქმით, თბილისი არა სინათლის სიყვარულის და მშვიდობის ქალაქია, არამედ არის „ქალაქი-საცობი“.
„მართლა დეჟავუ მაქვს - 4 წლის წინ საუბრობდით ახალ ლიფტებზე, საბაგირო გზებზე, ახალ მეტროზე, ტრამვაიზეც. იმავეს საუბრობთ ახლაც. ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ავარიული სახლები. გიორგი ტყემალაძემ კი წარმოგვიდგინა გეგმა, მაგრამ სწრაფად როგორ განხორციელდება ეს, ვერ დავინახე. ადგილობრივი ხელისუფლების ამოცანა არის ის, რომ ადამიანს ქალაქში ცხოვრების არ ეშინოდეს. უამრავი პრობლემაა და უბრალოდ თბილისი აღარც სინათლის ქალაქია, აღარც სიყვარულის, აღარც მშვიდობის. ეს არის ქალაქი საცობი. აქედან დიდ დიღომში საათ ნახევარი მინდა, ამის წინ მოსვლას 2 საათი მოვანდომე. სამტრედიაში ჩახვალ თბილისიდან 2 საათში. გასაგებია, რომ მეტროს აშენება ძალიან ძნელია და ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, ვერც ვერასდროს დავამთავრებთ. 18-მეტრიანმა ავტობუსებმა ვერ უშველა. ბატონო კახი, „ბას ლეინი“ „ბას ბეინი“ იყოს, „სუს ლეინი“ ნუ იქნება. როდესაც პოლიცია აჩერებს მანქანას და ამოწმებს, ეს ხდება „ბას ლეინზე“. პარტიის გენერალური მდივანი ხართ და არ გაგიჭირდებათ ამ საკითხის მოგვარება“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.
წყარო: IPN
 
        
        