მარშის მონაწილეები, რომლებიც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობას მართავდნენ, პარლამენტთან მივიდნენ.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან დროშებითა და სხვადასხვა შინაარსის ბანერებით არიან მოსული.
უკვე ერთ წელზე მეტია, პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.
რაც შეეხება დღევანდელ მარშს, ის მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლისთავს უკავშირდება. მარშის მონაწილეებმა დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან გამართეს.