როგორ გამოიყურება დიღმის ოლიმპიური სოფლის საველე ჰოსპიტალი. ფოტოები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა. გიორგი წოწკოლაურმა აღნიშნა, რომ ჰოსპიტალი პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში მიიღებს.

„ჰოსპიტალი განკუთვნილია 500-მდე პაციენტისთვის. აქ მობილიზებულია ყველა საჭირო აპარატურა და დანადგარი, მათ შორის ლაბორატორიული ადგილიც. ასევე, ყველა საწოლს აქვს ჟანგბადის პორტი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, თუ ამის საჭიროება დადგება, მოვემსახუროთ ჩვენს მოსახლეობას და არავინ დაგვრჩეს სამედიცინო დახმარების გარეშე“,- განაცხადა წოწკოლაურმა.

46 ნახვა
desktop
mobile catfish