მართალია, მსოფლიოში მეორე წელია პანდემია მძვინვარებს და თითქმის ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული შეზღუდვები მოქმედებს, მაგრამ ზოგიერთი ქართველი ვარსკვლავი მაინც ახერხებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასვენებას.
შორენა ბეგაშვილი ესპანეთში, ყველაზე რომანტიკულ კუნძულ კოსტა ბრავაზე ისვენებს. მოდელი და ტელეწამყვანი ყოველ ზაფხულს ესპანეთის სხვადასხვა კურორტებს ანიჭებს უპირატესობას, სადაც საყვარელ მამაკაცთან, ლაშა ბარათელთან ერთად მიემგზავრება.
მოდელი და მილიონერ თოშა ქებურიას ცოლი ქეთი ჟღენტი თურქეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ბოდრუმში ისვენებს. მოდელი მესამე შვილის მოლოდინშია და როგორც ჩანს, საქართველოსთან ახლოს გადაწყვიტა დასვენება.

მოდელი და მილიონერ თოშა ქებურიას ცოლი ქეთი ჟღენტი თურქეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ბოდრუმში ისვენებს. მოდელი მესამე შვილის მოლოდინშია და როგორც ჩანს, საქართველოსთან ახლოს გადაწყვიტა დასვენება.
