ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური — ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩოხატაური ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს.

“ჩოხატაური მართლაც გამოირჩევა თავის სილამაზით, თავის პოტენციალით, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი, ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა და ამის პოტენციალი“, — განაცხადა პრემიერმინისტრმა ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, დავით შარაშიძის წარდგენისას.

მისივე თქმით, აპირებენ დაახლოებით 800 სკოლის რეაბილიტაციას მომდევნო წლების განმავლობაში, ასევე, სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას და ამ მხრივ გურია იქნება ერთ-ერთი წამყვანი.

თრიალეთი TV