"პირადად არსენ აძალაძის გუნდი "მაჩაბელა" დააფინანსეს 160 000 ლარით"

“ერთი წლის წინ როდესაც დაისეტყვა მთელი სოფლები მაშინ “ქართულმა ოცნებამ” შექმნა კომისია შემოიარეს სოფლები და უთხრეს, რომ აუცილებლად აგინაზღაურებთ, მაგრამ არც ერთ ოჯახს დღემდე ზარალი არ მიუღია.  კიდევ ერთი თვის წინ მოხდა სეტყვა და დარჩენილი სოფლები 100 პროცენტით დაისეტყვა.  რა მოხდა ამის მერე, გამგებელი ჩადის მე თვითონაც ჩავედი და  დავიჭირე გამგეობის პოზიცია,  რადგან რაიონის ბიუჯეტს არ გააჩნია თანხები, რომ ყველა ოჯახს დაეხმაროს. რაიონის გამგებელი გამოდის და ეუბნება რა უყოთ ჩვენ ბიუჯეტი არა გვაქვს და ვერ დაგეხმარებით. რამდენიმე დღის შემდეგ გამოდის არსენ აზალაძე, რომელიც არის ჩემი მეგობარი და როდესაც შემხვდება პირშიც ვეტყვი, რომ  უპასუხიმგებლო  გადაწყვეტილება მიიღეს,  საკრებულოზე გაიტანეს და პირადად არსენ აძალაძის გუნდი “მაჩაბელა” დააფინანსეს 160 000 ლარი, წლიური ბიუჯეტით. როგორ შეიძლება,  რომ როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეუბნებით რომ ბიუჯეტში თანხა არა გვაქვს და ვერ დაგეხმარებით და ამ დროს ჩვენ ვაფინანსებთ.  რა თქმა უნდა გიტარაც კარგია სიმღერაც კარგია და ჩონგურიც. მაგრამ ხალხს შია. ამ პრობლემის გამო 50 სტუდენტი დარჩა სწავლის გარეშე, რომლებსაც მშობლები რაიონებიდან თანხას აღარ უხდიან. თუ იმათ ვეუბნებით, რომ თანხები არ არის როგორ შეიძლება ანსამბლის გამო 150 000 გამოიყოს” -განცხადა პარლამეტის წევრა “თავისუფალი დემოკრატებიდან” თამაზ შიოშვილმა “თრიალეთის” პირდაპირ ეთერში. 


 

Related posts