ამირან გამყრელიძე – არ დავაგდოთ სექტემბერში აცრების ტემპი!

არ დავაგდოთ სექტემბერში აცრების ტემპი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია.

„მარტო „ფაიზერი“ გვაქვს მილიონი დოზა, სექტემბერს ვხვდებით მილიონი დოზით. აქედან 250 ათასი დოზა დაჯავშნილია. 750 დოზა იქნება თავისუფალი, რომელიც შეგიძლიათ პირველ და მეორე დოზებზე გამოიყენოთ. ამის გარდა კიდევ შემოვა ქვეყანაში ვაქცინები ისე, რომ შემოდგომაზე ვაქცინების დეფიციტი არ გვექნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

99 ნახვა
desktop
mobile catfish