“თბილისიდან ბათუმში 3 საათში ჩავალთ” – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 1 სექტემბერს რიკოთის უღელტეხილზე იმყოფებოდა, სადაც ახალი მაგისტრალის მიმდინარე მშენებლობაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიან მონაკვეთზე შენდება 92 ხიდი და 53 გვირაბი, რაშიც დაიხარჯება 2 მილიარდ ლარზე მეტი.

ღარიბაშვილმა “საუკუნის პროექტი” უწოდა წითელი ხიდისა და სარფის დამაკავშირებელი 388-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობას, რომლის ნაწილიცაა რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი. როგორც პრემიერი ამბობს, ამ გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება და ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში ავტომობილით ჩასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი.

“ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს არის შემადგენელი ნაწილი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მთავარი მაგისტრალის, რომელიც იწყება ბრესტიდან (ბელარუსი) და მთავრდება ჩინეთის საზღვრამდე. სწორედ ჩვენი მონაკვეთია უმნიშვნელოვანესი. ეს არის 388 კილომეტრიანი მონაკვეთი”, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

198 ნახვა
desktop
mobile catfish