პოლიტიკა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  შეკრებილ დემონსტრანტებს „ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერებიც შეუერთდნენ მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.  პოლიტიკოსების განცხადებით, ისინი გააგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და საზოგადოებას გააცნობენ ერთიან სამოქმედო გეგმას.
27 წუთის წინ

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს „ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერებიც შეუერთდნენ მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

პოლიტიკოსების განცხადებით, ისინი გააგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და საზოგადოებას გააცნობენ ერთიან სამოქმედო გეგმას. მათი თქმით, იგეგმება აქტიური საინფორმაციო კამპანია ქვეყნის შიგნით, რომელიც შემდგომ საგარეო ვიზიტებით გაგრძელდება, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ისინი დემოკრატიულ ალტერნატივად აღიქვას.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები