პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე - ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არ ზავდება - ეს ელემენტარული ქიმიაა!
19 წუთის წინ

მიხეილ სარჯველაძე - ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არ ზავდება - ეს ელემენტარული ქიმიაა!

სარჯველაძის აზრით, „ადგილი აქვს იაფფასიან მცდელობებს, რათა ვინმე შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს თბილისში, მიტინგების დროს რაღაც ისეთი მოხდა, რაც სამართალდარღვევას შეიცავდა“.

სარჯველაძის თქმით, ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმისთვის, რომ არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია“.

„ეს ილუზიის მცდელობაა, რაც აშკარაა და არის ძალზე იაფფასიანი.

ეს კარგად გამოჩნდა ამ კვალიფიციური ექიმების მიერ გაკეთებული შეფასებებით, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რეალურად, როდესაც BBC-მ ეს გამოაქვეყნა, რაღაც შორსმიმავალი შეფასებები გააკეთა და ამას პოლიტიკოსები ეყრდნობიან, თურმე ვისაც თავის მხრივ BBC-ი ეყრდნობოდა აღმოჩნდა, რომ მათ ისეთი არაფერი უთქვამთ, რაც შემდეგ თითქოს მათ მიაწერეს. ამიტომ ასეთი მცდარი არასწორი და უსაფუძვლო დასკვნებისგან რა თქმა უნდა, ყველამ თავი უნდა შეიკავოს. უფრო მეტიც, ადამიანები თავშეკავებული უნდა იყვნენ როცა რაიმე ბრალდებებს აყენებენ და ადამიანებს ეუბნებიან, რომ თითქოს ვიღაცა მოწამლა - აქ ფრთხილები უნდა იყვნენ.

დიახ, მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებით მარტივად დასტურდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმისთვის, რომ არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია, რომ თითქოს ქიმიურ მოწამვლასთან გქონდა საქმე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები