მილიონ მოსახლეზე კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი დღის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში კოვიდინფიცირება 3 886 კაცს დაუდასტურდა, კოვიდინფიცირებით კი 74 კაცი გარდაიცვალა.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდინფიცირების 553 697 შემთხვევაა დაფიქსირებული, კოვიდინფიცირებით კი გარდაცვლილია 7 482 კაცი.

პოპულარულ საიტ worldometers-ზე განთავსებული მონაცემების მიხედვით შედგენილ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის რეიტინგის* პირველ ათეულში არიან:

1. ჩეხეთი – 156 491

2. ბაჰრეინი – 153 973
3. საქართველო – 148 501
4. სლოვენია – 128 506
5. აშშ – 120 368
6. ისრაელი – 114 342
7. არგენტინა – 113 525
8. ნიდერლანდები – 112 990
9. ლიტვა – 111 851

10. შვედეთი – 110 770

მილიონ მოსახლეზე კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით შედგენილ რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილზეა:

1. პერუ – 5 918

2. უნგრეთი – 3 121
3. ბოსნია და ჰერცოგოვინა – 3 010
4. ჩრდილოეთ მაკედონია – 2 850
5. ჩეხეთი – 2 833
6. ბულგარეთი – 2 744
7. ბრაზილია – 2 709
8. არგენტინა – 2 448
9. კოლუმბია – 2 425
10. სლოვაკეთი – 2 297
11. ბელგია – 2 179
12. პარაგვაი – 2 179
13. იტალია – 2 141
14. სლოვენია – 2 140
15. ხორვატია – 2 045
16. საქართველო – 2 007
17. პოლონეთი – 1 994
18. მექსიკა – 1 987
19. აშშ – 1 974

20. ტუნისი – 1 960

* – რეიტინგები მოცემულია მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომელთა მოსახლეობაც მილიონს აღემატება.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, არის 3 728 573

212 ნახვა
desktop
mobile catfish