COVID-19-ის B.1.617.2 შტამი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კლასიფიკაციით “დელტა” ეწოდა, სულ მცირე, 170 ქვეყანაში და ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენშია აღნიშნული.
”170 ქვეყანამ და ტერიტორიამ, მათ შორის რამდენიმე ახალმა, “დელტა” ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების შესახებ განაცხადეს”, – აღნიშნული დოკუმენტში.
მსოფლიოში კორონავირუსის სხვა შტამების სტატისტიკა ასეთია: ვარიანტი B.1.1.7, რომელიც დიდი ბრიტანეთში წარმოიშვა და ჯანმო-ს კლასიფიკაციით “ალფა” ეწოდება, 193 ქვეყანაში და ტერიტორიაზე გავრცელდა, ვარიანტი “ბეტა” (B.1.351) სამხრეთ აფრიკიდან – 141 ქვეყანაში და ტერიტორიაზე, ვარიანტი “გამა” (P.1) ბრაზილიიდან – 91 ქვეყანაში.
ორგანიზაცია იუწყება, რომ ბოლო კვირაში (23-29 აგვისტო) COVID-19–ის ახალი შემთხვევების გლობალური რიცხვმა 44 395 748 შეადგინა, 67 388 გარდაცვალება დაფიქსირდა.
დაავადების ახალი შემთხვევების უმეტესობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა აშშ-ში (938 014, ზრდა წინა კვირასთან შედარებით 8%-ით), ინდოეთში (270 796, ზრდა 17%-ით), ირანში (254 753, მაჩვენებელი არ შეცვლილა), ბრაზილიაში (175 807, შემცირება 16%).
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.