გორის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი კუთვნილ ბუკს 15 სექტემბრამდე მიიღებს

გორის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი კუთვნილ ბუკს 15 სექტემბრამდე მიიღებს, – ამის შესახებ  გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.

„სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კუთვნილ ბუკებს წელსაც ყველა პირველკლასელი მიიღებს. სამინისტრომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება მომწოდებელ კომპანიასთან და ელექტრონულ ტექნიკას ველოდებით უახლოეს დღეებში. ბუკები გადაეცემა სკოლებს და შემდეგ კი, გასული წლის მსგავსად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები არსებული რეგულაციების დაცვით გასცემენ მოსწავლეებზე. ასე რომ, მოსწავლეებს სწავლის დისტანციური მოდელით დაწყების პირობებში ონალინ გაკვეთილებზე ჩართვის პრობლემები არ შეექმნებათ,“ – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

176 ნახვა
desktop
mobile catfish