თბილისში კორონავირუსის „დელტა“ შტამით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში კორონავირუსის „დელტა“ შტამით 35 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მათ დაწესებულებაში სხვა კლინიკიდან გუშინ გადაიყვანეს.

„სავარაუდო დიაგნოზი იყო მიოკარდიუმის ინფარქტი. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად ვერ მოხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“,-აღნიშნავენ რესპუბიკურ საავადმყოფოში.

369 ნახვა
desktop
mobile catfish